ფეხბურთი

15:22 | 4.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანი: "მათ მითხრეს, რომ ყველაფერი დასრულდა, მე ვთქვი - არა"

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ალბათ იმ ადამიანთა კატეგორიაშია, რომლებიც არასდროს ნებდებიან. შვედმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ტრავმირებული ფეხის ფოტო გამოაქვეყნა. ეს მაშინ, როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედში” ირჯებოდა.

იბრას თქმით, მისი კარიერა ყველას დასრულებული ეგონა:

“მათ მითხრეს, რომ ყველაფერი დასრულდა, მაგრამ მე ვთქვი, არა!”, - წერს ზლატანი.

შეგახსენებთ, ვეტერანი შვედი ამჟამად ლოს ანჯელეს “გალაქსის” წევრია და 17 შეხვედრაში 15 გოლის გატანა მოასწრო.

0.118635