ფეხბურთი

11:17 | 4.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალვარო მორატამ ცხრას 29 ამჯობინა

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელმა ალვარო მორატამ სათამაშო ნომერი შეიცვალა. როგორც “არისტოკრატების” ვებგვერდი იტყობინება, ესპანელი ფორვარდი ამიერიდან 29-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება 29 ივლისს მომხდარ ფაქტს უკავშირდება: ალვაროს ტყუპები შეეძინა, ლეონარდო და ალესანდრო.

“მე არასდროს დამავიწყდება ის დღე, რომელმაც მაჩუქა ტყუპი შვილები. ჩემთვის ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა მათ პატივი ვცე, ჩემს მეუღლე ალიჩეს. იმედია მაპატიებენ ქომაგები, რომლებმაც უკვე შეიძინის 9-ნომრიანი მაისური, მაგრამ იმედია ამ გადაწყვეტილებას გაიგებენ. თუმცა, ეს არ იქნება პრობლემა, რადგან ახალ 29-ნომრიან მაისურებს გადავცემთ”, - აღნიშნა მორატამ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ალვარო მორატამ გასულ სეზონში პრემიერლიგაში 31 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.

0.114015