ფეხბურთი

14:01 | 4.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ "რეალი" წაშალა

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ წარსულს ივიწყებს. იტალიური მედიის ცნობით, 33 წლის პორტუგალიელმა ყოფილი გუნდის, მადრიდის “რეალის” გამოწერა სოციალურ ქსელში გააუქმა.

შესაბამისად, ამიერიდან კრიშტიანუ “სამეფო კლუბის” ინფორმაციებს სოციალური ქსელის მეშვეობით არ მიიღებს. აღსანიშნავია, რომ იგივე გააკეთა რონალდუს საცოლემ ჯორჯინია როდრიგესმა.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ “იუვენტუსს” 117 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და გუნდს ბედი 4 წლით დაუკავშირა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119833