ფეხბურთი

17:10 | 4.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინამ" ორი ტრანსფერი შეათანხმა

ფლორენციის “ფიორენტინა” ძლიერდება. Tuttosport-ის ინფორმაციით, “იებმა” უკვე შეათანხმეს ორი ტრანსფერი და დამდეგ სეზონს “არტემიო ფრანკიზე” თავდამსხმელები, კევინ მირალასი და მარკო პიაცა გაატარებენ.

ნიჭიერი ხორვატი შემტევი “ვიოლას” “იუვენტუსიდან” 2 მილიონი ევროს სანაცვლოდ და 1-წლიანი იჯარით შეუერთდება. მისი გამოსყიდვა კი ფლორენციელებს 30 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

რაც შეეხება 30 წლის კევინ მირალასს, ისიც 1-წლიანი იჯარით გადაბარგდება იტალიაში, თუმცა რა თანხას მიიღებს ამის სანაცვლოდ ლივერპულის “ევერტონი” უცნობია.

შეგახსენებთ, რომ მარკო პიაცა “იუვენტუსში” 2016 წელს გადავიდა, მაგრამ კონკურენციის გამო თამაში იშვიათად უწევდა. გასული სეზონის მეორე ნახევარი კი “შალკეში” გაატარა. კევინ მირალასი კი “ევერტონში” 2012 წლიდან თამაშობდა, ხოლო ბოლო 6 თვე განათხოვრების წესით პირეოსის “ოლიმპიაკოსში” დაჰყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115025