ფეხბურთი

18:03 | 4.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" გორეცკა წარადგინა

მიუნხენის “ბაიერნმა” ახალწვეული ლეონ გორეცკა წარადგინა. 23 წლის ფეხბურთელმა პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ წინადადებები სხვა გუნდებიდანაც ჰქონდა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ საუკეთესო არჩევანი გააკეთა:

“მე ვფიქრობდი საუკეთესო არჩევანზე დიდი ხნის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ “ბაიერნი” სწორედ, რომ საუკეთესოა. მე მქონდა რამდენიმე ვარიანტი და ყველა სათანადოდ შევაფასე”, - განაცხადა გორეცკამ.

გერმანელი ფეხბურთელი, რომელიც აქამდე გელზენიკირხენის “შალკეს” ლიდერი იყო, “ალიანც არენაზე” 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114417