ფეხბურთი

10:49 | 4.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონის წარუმატებელი პარასკევი

უკრაინის პრემიერლიგის მესამე ტურში გამორჩეული მატჩი შედგა, ტიტანთა ჯახი: “დინამო” – “შახტარი”. აღნიშნული შეხვედრა კიეველებმა ბენჟამინ ვერბიჩის გოლით 1:0 მოიგეს და გალიდერდნენ.

რაც შეეხება დონბასელთა ქართველ ლეგიონერ დავით ხოჭოლავას, ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. 30-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. მიმდინარე სეზონში ქართველმა მცველმა ჩემპიონატის სამივე თამაში შეუცვლელად ჩაატარა. “შახტარი” კი 6 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.

პოლონეთის ექსტრაკლასაში წარუმატებელი დღე ჰქონდა გიორგი მერებაშვილს. “ვისლა” საკუთარ მოედანზე “კორონასთან” 1:2 დამარცხდა, ხოლო ჩვენებური, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო გააძევეს.

გიორგიმ მე-4 და 3-4ე წუთებზე ორჯერ მოასწრო ყვითელი ბარათის მიღება და სამწუხაროდ მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. მერებაშვილმა მეორე გაფრთხილება სიმულაციისთვის მიიღო, თუმცა მსაჯს შეეძლო მკაცრი სასჯელისგან თავის შეკავება... “კორონას” რიგებში ითამაშა ვატო არველაძემ. ახალგაზრდა ქართველმა ფორვარდმა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.

“ვისლა” 3 ტურის შემდეგ 1 ქულით მე-13 ადგილზეა, ხოლო “კორონას” 4 ქულა აქვს და მეშვიდე პოზიციას ამაგრებს.

იქვე, პოლონეთში ლაშა დვალის “პოგონი” “ზაგლებიესთან” უშანსოდ, 0:3 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი ტრადიციულად 90 წუთის განმავლობაში დაცვის ცენტრში თამაშობდა. “პოგონს” ჯერ ქულა არ მოუპოვებია და შესაბამისად ბოლო ადგილზე იმყოფება.

0.114888