ფეხბურთი

1:04 | 4.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვიდალი "ბარსელონას" ფეხბურთელია

მიუნხენის “ბაიერნის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი არტურო ვიდალი კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ორივე მხარემ ოფიციალურად დაადასტურა.

ვიდალმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ესპანურ გრანდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ფინანსური მხარე არ ხმაურდება, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, ვიდალის სანაცვლოდ “ბაიერნმა” 25 მილიონი ევრო მიიღო.

“გვინდა მადლობა ვუთხრათ არტუროს ჩვენთან გატარებული 3 წლისთვის. ჩვენს წარმატებებში მისი წვლილი მნიშვნელოვანი იყო და ის ბოლომდე იხარჯებოდა”, - განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

“მადლობა “ბაიერნს” და მის გულშემატკივრებს. მიუნხენში ყოფნა ნამდვილად მომწონდა”, - აღნიშნა თავად ვიდალმა.

ჩილელი ფეხბურთელი “ბაიერნში” 2015 წლიდან თამაშობდა და 124 მატჩში 22 გოლის გატანა შეძლო. იქამდე კი ტურინის “იუვენტუსისა” და ლევერკუზენის “ბაიერის” წევრი იყო.

0.121458