ფეხბურთი

23:59 | 3.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" ტურე ინათხოვრა

"ვერდერის" სარეზერვო გუნდის ფეხბურთელი იდრისა ტურე "იუვენტუსის" ახალგაზრდულ გუნდში ერთწლიანი იჯარის წესით ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა. იტალიელებს ასევე გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ.

ტურე გვინეადანაა და ბერლინშია დაბადებული. მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს და 20 წლის ცენტრალურ ნახევარმცველს აქამდე გერმანიის 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებში აქვს ნათამაშები. "ვერდერმა" ტურე "შალკედან" 2017 წელს დაიმატა და იდრისამ სარეზერვო გუნდში ჩატარებულ 35 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11368