ავტოსპორტი

21:55 | 3.08.2018 | ნანახია 530 - ჯერ

რიკიარდო „რედ ბულიდან“ „რენოში“ გადადის

დანიელ რიკიარდო მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „რედ ბულს“ დატოვებს და „რენოში“ გადავა. გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის ავსტრალიელმა ფრანგულ გუნდთან 2019 წლის სეზონისთვის გააფორმა კონტრაქტი. „რენოში“ მისი პარტნიორი ნიკო ჰულკენბერგი იქნება.

ამგვარად, „რენოში“ ადგილს კარგავს კარლოს საინსი, ვინც „რედ ბულის“ პილოტია, რომლისგანაც „რენოს“ ის ნათხოვარი ჰყავდა. ამგვარად, საინსისთვის „რედ ბულში“ ადგილი თავისუფლდება. მაგრამ გამოიყენებს თუ არა ამ შანსს, ძნელი სათქმელია. არაოფიციალური ინფორმაციით, საინსი „მაკლარენში“ გადასვლას აპირებს.

საინსის მსგავსად, რიკიარდოც ფ1-ში „რედ ბულის“ ახალგაზრდა პილოტების პროგრამით მოხვდა (2011 წელს). ავსტრიულმა კომპანიამ მას შუა სეზონიდან „ისპანია რეისინგთან“ გაუფორმა კონტრაქტი. ავსტრალიელის დებიუტი ბრიტანეთის დიდ პრიზზე შედგა. მომდევნო სეზონში ის „ტორო როსოში“ გადავიდა, 2014 წლიდან კი „რედ ბულის“ წევრია.

ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რიკიარდოსა „რედ ბულს“ შორის კონტრაქტის გაგრძელება მხოლოდ დროის ამბავი იყო. მაგრამ სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ცნობილი გახდა, რომ ავსტრიული გუნდი მომავალი სეზონიდან „ჰონდას“ ძრავებით იასპარეზებს.

Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.105597