"ბარსელონას" ფეხბურთელი ალეიშ ვიდალი "სევილიაში" ითამაშებს. კლუბებმა ტრანსფერი უკვე შეათანხმეს და კატალონიელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 8 მილიონ ევროს მიიღებენ. აღნიშნული ინფორმაცია AS-მა გაავრცელა.
ვიდალი "სევილიაში" პირველად 2014 წელს "ალმერიადან" შეუერთდა. 2014/15 წლების სეზონში ალეიშმა 47 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2015 წელს "ბარსელონამ" ესპანელი 17 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. ბოლო სამ სეზონში ვიდალმა "ბლაუგრანას" მაისურით 51 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი ოთხი გოლით გამოიჩინა.