ფეხბურთი

20:29 | 3.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

სკალონი არგენტინის ნაკრების დროებით მწვრთნელად დაინიშნა

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობას დროებით ლიონელ სკალონი შეასრულებს. აღნიშნული ინფორმაცია არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

სკალონი ნაკრებიდან გათავისუფლებული ხორხე სამპაოლის თანაშემწე იყო. ლიონელს ნაკრების გაწვრთნაში პაბლო აიმარი დაეხმარება, რომელიც არგენტინის 17-წლამდელთა ნაკრების თავკაცია. პაბლოს ეროვნულ გუნდში 52 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო სკალონის - 6.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115814