ფეხბურთი

16:55 | 3.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩი: "სახლში დაბრუნებით ბედნიერი ვარ"

ლეონარდო ბონუჩიმ ტურინის “იუვენტუსში” დაბრუნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. 31 წლის ფეხბურთელის განცხადებით, ძალიან ბედნიერია, რადგან სახლში დაბრუნდა.

“ფიქრი ძნელი იყო, მაგრამ განხორციელება შესანიშნავია. აქ დაბრუნება ჩემთვის ემოციურია, რადგან ტურინი ჩემი სახლია, “იუვენტუსი” ჩემი სახლია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი”, - განაცხადა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ ლეონარდო ბონუჩი “იუვენტუსში” 2010-2017 წლებში თამაშობდა, ხოლო ერთი წლის წინ “მილანში” გადავიდა. მიუხედავად ამისა, 2 აგვისტოს “ბებერ ქალბატონში” დაბრუნდა და 5-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა.

“მილანმა” კი, ბონუჩის სანაცვლოდ მატია კალდარა მიიღო. ორივე ფეხბურთელი 40-40 მილიონ ევროდ შეფასდა და ბარტერიც შედგა.

0.115645