ფეხბურთი

16:00 | 3.08.2018 | ნანახია 1124 - ჯერ

უილიამსი “სტოკში” ითამაშებს

“ევერტონის” და უელსის ნაკრების ცენტრალური მცველი ეშლი უილიამსი, მომდევნო სეზონში “სტოკ სიტიში” იჯარით ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე დადასტურდა.

33 წლის ფეხბურთელი “ევერტონში” 2016 წელს “სუონსიდან” გადავიდა, ორი სეზონის განმავლობაში 73 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა.

უილიამსი უელსის ნაკრებში 2008 წლიდან ასპარეზობს და ამჟამად “დრაკონების” კაპიტანია. მის ანგარიშზე 79 ჩატარებული შეხვედრა და 2 გატანილი გოლია.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.063499
1124