ფეხბურთი

14:45 | 3.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჟესუსი „სიტიში“ 2023 წლამდე დარჩება

21 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გაბი ჟესუსმა მანჩესტერ „სიტისთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. მიმდინარე კონტრაქტი გაბის 2021 წელს ეწურებოდა.

ჟესუსი 2017 წელს „პალმეირასიდან“ „სიტიში“ 27 მილიონ ფუნტი სტერლინგად გადავიდა.

მანჩესტერელთა მაისურით 54 შეხვედრა ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა.

0.112915