გაიცანით ამჟამად საფრანგეთში მოღვაწე ინგლისელი მოდელი, ჯენა გოლდსეკი, რომელიც ყმაწვილქალობის წლებში წყალში მხტომელი იყო და მიუხედავად იმისა, რომ წყალში ხტომა მაინცდამაინც კარგად არ გამოსდიოდა, დიდ სამოდელო ბიზნეში ისე კოხტად “შეხტა“ - თქვენი მოწონებული!
ჯენა გარდა მთელი ევროპის მასშტაბით მოცული წმინდა სამოდელო საქმიანობისა, ტიტლიკანობამოყვარე ხალხის ფოტოსტუდიების ხშირი სტუმარიცაა და ევროპის ფერად-ფერადი ჟურნალის ყდებზე ამ გოგონას თვალსასეირო ფოტოების ხილვა არცთუ იშვიათი ამბავია.
ჯენა გოლდსეკი არ კმაყოფილდება მხოლოდ პოდიუმის ფიცარნაგზე ლამაზად გავლა-გამოვლით და პარალელურად მოდელიორის ხელობასაც ეუფლება. მისი მტკიცე გადაწყვეტილებაა, რომ მოდელის კარიერის დასრულების შემდეგ, თავად გაუკვალოს გზა ნიჭიერ და ლამაზ ახალგაზრდებს. შეუძლებელია ასეთ გოგოს რამე არ გამოუვიდეს!