ფეხბურთი

23:30 | 2.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ვესტ ჰემმა" შანდე სილვა დაიმატა

"გიმარაეშის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი შანდე სილვა კარიერას "ვესტ ჰემში" გააგრძელებს. როგორც "ჩაქუჩების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, პორტუგალიელმა კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 21 წლის შანდე ჯერჯერობით 23-წლამდელთა გუნდში ითამაშებს.

სილვა "სპორტინგის" აკადემიის აღზრდილია და "გიმარაეშის" ახალგაზრდულ გუნდს 2014 წელს შეუერთდა. შანდე პირველ გუნდში 30 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. სილვა პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების გარდა ყველა ასაკობრივ გუნდში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13026