ფეხბურთი

20:20 | 2.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფლორენციმ "რომასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

იტალიის ეროვნული ნაკრების მცველმა ალესანდრო ფლორენციმ "რომასთან" კონტრაქტი ოთხი წლით გაახანგრძლივა და "მგლების" ღირსებას 2023 წლის ზაფხულამდე დაიცავს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ფლორენცი "რომას" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში დებიუტი 2010/11 წლების სეზონში ჰქონდა. 2012/13 წლების სეზონში ალესანდრო იჯარის წესით "კროტონეს" ღირსებას იცავდა. ფლორენცის "რომას" მაისურით 224 მატჩი აქვს ჩატარებული, თავი კი 25 გოლით და 29 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. იტალიელის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონი ევროა.

0.116411