ჭიდაობა

19:50 | 2.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდების 4 მედალი და გუნდური მეორე ადგილი ევროპის ჩემპიონატიდან

რომში დასრულა ევროპის პირველობა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდებს შორის, სადაც საქართველოს ნაკრებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა გამოსვლა.

კონტინენტის ჩემპიონი ბორჯომელი თემურ ჭკუასელიძე (87 კგ) გახდა, ევროპის ვიცე-ჩემპიონი და შესაბამისად ვერცხლის პრიზიორი ჯონი ხეცურიანი (67 კგ), ბრინჯაოს მედლები ლერი აბულაძემ (63 კგ) და ბექა გურულმა (77 კგ) მოიპოვეს.

მედლის მოპოვებამდე თითო გამარჯვება დააკლდათ ირაკლი ძიმისტარიშვილს (60 კგ), ნიკოლოზ ჭიკაძეს (72 კგ) და ბექა მაკარიძეს (130 კგ).

რევაზ ლაშხის გაწვთნილმა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა, პირველზე რუსეთი გავიდა ხოლო მესამეზე სომხეთი.

მთავარი მწვრთნელი: რევაზ ლაშხი
მწვრთნელები: გიორგი ჯობავა, თამაზ გოგელია, გიორგი ავაზაშვილი
ექიმი: გიორგი მურცხვალაძე

საქართველოს ნაკრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს 22:45 საათზე ჩამოფრინდება.

ჭიდაობის ფედერაციის ოფიციალური ფეისბუქგვერდი

0.113594