ბრაზილიელი ცენტრალური მცველი სიდნეი და სილვა კარიერას “ბეტისში” განაგრძობს. ამის შესახებ სევილიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს.
28 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
სიდნეი 2015-2018 წლებში “დეპორტივოს” ღირსებას იცავდა და გალისიური კლუბის მაისურით ჩატარებულ 119 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.