ფეხბურთი

18:55 | 2.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ნიუკასლმა” იაპონიის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა

იაპონიის ნაკრების თავდამსხმელი იოშინორი მუტო კარიერას პრემიერლიგაში განაგრძობს. “ნიუკასლის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 26 წლის ფეხბურთელმა “კაჭკაჭებთან” ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

“მაინცმა” იაპონელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 10.7 მილიონი ევრო უნდა მიიღოს.

მუტო “მაინცში” 2015 წლიდან ასპარეზობდა და ბუნდესლიგაში ჩატარებულ 60 მატჩში, 20 გოლით და 10 საგოლე გადაცემით გამოირჩა. მას იაპონიის ნაკრებში დებიუტი 2014 წელს ჰქონდა, მას შემდეგ 25 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. მუტო განვლილ მუნდიალზე 23-კაციან განაცხადში იმყოფებოდა, თუმცა თამაში მხოლოდ ერთხელ მოუწია: პოლონეთთან წაგებულ (0:1) მატჩში სასტარტო შემადგენლობა იყო და მოედანზე 82 წუთი გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112022