ახლა უკვე ოფიციალურად, ლეონარდო ბონუჩი ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელია. 31 წლის მცველმა “ბებერ ქალბატონში” სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ბონუჩი “იუვეში” წლიურად 5 მილიონ ევროს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ “მილანში” მისი ხელფასი 8.5 მილიონ ევროს შეადგენდა, მაგრამ ფეხბურთელი გასამრჯელოს მკვეთრად შემცირებას უპრობლემოდ დათანხმდა.
შეგახსენებთ, რომ ლეონარდო ბონუჩი “მილანში” ერთი წლის წინ სწორედ “იუვენტუსიდან” 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. “როსონერის” ღირსება მან 52 შეხვედრაში დაიცვა და 2 გოლი გაიტანა (ერთი “იუვენტუსის” კარში).
იქამდე კი, ბონუჩი “ბებერი ქალბატონის” რიგებში 2010-2017 წლებში თამაშობდა, 319 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა. იმასაც გეტყვით, რომ ლეონარდო ტურინელთა რიგებში 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნომერი ცოტა ხნის წინ მატია პერინმა აიღო, მაგრამ იტალიელი კიპერმა, რომელიც ამავდროულად ბონუჩის ახლო მეგობარია, ის დათმო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მართლა სენსაციური ტრანსფერია,იუვენტუსი ზაფხულში სენსაციებს გვთავაზობს და ამ ტრანსფერების მერე სერიასთან ერთად უკვე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს ლიგაზეც.ძაან ძლიერი გუნდი ჩანს ძალიან
ფუ ეს რა სი..ი. ყოფილა.
არ რცხვენია მაინც? რა ბ*ზი ქალივით დარბის მილანიდან-ტურინში.
სკუდეტო ამათია
დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ
ყოჩაღ!
აროუგიათ კაუხანია.დდ
კუარდადო-ბარძალი-ბონუჩი-კიელინი-სანდრო
მატუიდი-პიანიჩი
კოშტა-დიბალა-რონალდუ
მატუიდის მაგივრად შეიძლება ხედირა ან ემრე ჩანი, მაგრამ ბუფონის წასვლა არის დიდი დარტყმა
კუადრადო მაგ პოზიციას ვერ ითამაშებს,იქ კანსელუ დადგება.მატუიდიც არ იქნება ძირითადი,და ალბათ არც ბარძალი
მადლობა ლეო შენ რო არა არც გონსალო და კალდარა არ გვეყოლებოდა
კაცი რომელისაც ყველა აფასებდა იტალიაში იქცა კაცა უბრალო მარიონეტად
ამასობაში "იუვე" თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში საუკეთესო შემადგენლობის მქონე კლუბად ჩამოყალიბდა. ყველა რგოლი დაბალანსებული და მძლავრია. გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების შესანიშნავი სინთეზი შექმნეს.
გუნდშია მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე, თანამედროვე ფეხბურთის ზევარსკვლავი და კიდევ რამდენიმე ვარსკვლავის სტატუსის მქონე ფეხბურთელი.
ჰყავთ თანამედროვეობის ერთერთი საუკეთესო მწვრთნელი, რომელიც ბრწყინვალედ ერგება ტურინული გრანდის ფილოსოფიას - ტაქტიკურ განსწავლულობას და სქემათა მრავალფეროვნებას.
აშკარაა, "ზებრებმა" მიაღწიეს იმ დონეს, რაც 90-იანების მეორე ნახევარში ჰქონდათ მარჩელო ლიპის მწვრთნელობისას. ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა აკლიათ და უახლოეს წლებში ამის რამდენიმე კარგი შანსი ექნებათ ასეთი შემადგენლობით.
9iani ar gyavt. Paxodu ronaldo is agaraa rac iyo unda miutano burti 90% mase itans golebs. Pogbac dasamatebeli gyavt uechveli
თუ დაიმატებენ პოგბას ხო მთლად უკეთესი. მაგრამ წესით, დასრულებულია გუნდის დაკომპლექტება.
როცა რონალდო გყავს, იქ სუფთა ცხრიანზე ფიქრი აღარაა აუცილებელი.
საუკეთესო მოთამაშე ლეგამესია
ბოლო 2 წელია მაგას ვერ ვიტყვი, მიუხედავად მესისადმი ძალიან დიდი პატივისცემისა