ფეხბურთი

15:14 | 2.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta: მოდრიჩმა "ინტერი" აირჩია

მილანის “ინტერი” ლუკა მოდრიჩის გადაბირებასთან ახლოსაა. მეტიც, Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, 32 წლის ფეხბურთელმა იტალიური გუნდი უკვე აირჩია. როგორც ცნობილი ხდება, აღნიშნულ ტრანსფერში ერთ-ერთ მთავარ როლს ხორვატი ფეხბურთელის მეუღლე, ვანია ბოსნიჩი ითამაშებს.

ჯერჯერობით სატრანსფერო დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ გარიგების შემთხვევაში ლუკა “ნერაძურის” რიგებში 1-წლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით გადავა.

ამასთან, “ინტერი” არ ასრულებს მოლაპარაკეკებს მიუნხენის “ბაიერნთან” არტურო ვიდალის თაობაზე. თუ მოდრიჩის ტრანსფერი არ შედგა, მაშინ მილანელები სწორედ ჩილელ ფეხბურთელს დაიმატებენ.

მოკლედ, უნდა დაველოდოთ. კრიშტიანუ რონალდუს “იუვენტუსში” გადასვლის შემდეგ გამორიცხული არაა, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელიც აპენინის ნახევარკუნძულზე აღმოჩნდეს.

0.138966