ფეხბურთი

14:42 | 2.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

სოსო ფრუიძე: "ურთულესი მატჩი გველოდება"

საჩხერის "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ სლოვენიურ "მარიბორთან" მატჩამდე კომენტარი გააკეთა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს აქვს გამოცდილება ასეთი კლასის მეტოქეებთან თამაშის.

"ორივე გუნდმა პირველ შეხვედრაში ერთმანეთი კარგად გავიცანით, ამასთან ერთად მათი თამაშებიც ვიხილე, დღეს ურთულეს მატჩს ველოდებით, ,"მარიბორი" ძალიან კარგად დაკომპლექტებულია გუნდია, ჩვენ გვითამაშია ,"მარიბორის" დონის გუნდებთან, როგორიც იყო "ბურსა", "ბეითარი" და დადებით შედეგსაც მივაღწიეთ, ჩვენ, ჩვენსას შევეცდებით", - ციტირებს ფრუიძის სიტყვებს "ჩიხურას" ვებგვერდი.

"მარიბორისა" და ჩიხურას" შეხვედრა დღეს, 22:15 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის ბმული იმერული გუნდის ფეიბუქგვერდზე განთავსდება.

0.136225