ფეხბურთი

14:15 | 2.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

კახა ჩხეტიანი: "წყნარად ყოფნის უფლება არ გვაქვს"

ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა "ვიკინგურთან" მატჩისწინ ისაუბრა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, მიუხედავად 3:0 გამარჯვებისა, მის გუნდს წყნარად ყოფნის საშუალება არ აქვს.

"გუნდის უკლებლივ ყველა ფეხბურთელი, ვინც ფარერებზე წამოვიდა, მზადაა ხვალინდელი მატჩისთვის. არაერთხელ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ: 3:0 არ არის ის ანგარიში, რომელიც წყნარად ყოფნის საშუალებას და უფლებას მოგვცემს. ამიტომ ამ მატჩისთვის მთელი კვირა სერიოზულად ვემზადებოდით და ვეცდებით, ხვალაც გავიმარჯვოთ, რადგან ეს გამარჯვება, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას სჭირდება.

სამწუხაროდ, ტრავმების გამო ლევან კუტალია და თენგიზ წიქარიძე ვერ წამოვიდნენ, ორ ლეგიონერ, არფანგ დაფესა და გლეოფილო ვლიტერს კი ვიზის პრობლემები შეექმნათ და ისინიც ქუთაისში დარჩნენ.

მიუხედავად დანაკლისისა, ხვალ კარგი თამაში გვმართებს. ფეხბურთელებმა იციან, რომ არცერთი წამით არ უნდა მოდუნდნენ. ვეცდებით, ქართველ ხალხს ხვალ სიხარული ვაჩუქოთ", - ციტირებს ჩხეტიანის სიტყვებს "ტორპედოს" ფეისბუქგვერდი.

"ვიკინგურისა" და "ტორპედოს" შეხვედრა დღეს ჩვენი დროით 22:00 საათზე დაიწყება. აქვე შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა იმერლებს 3:0 აქვთ მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115146