ლეგენდარულმა იტალიელმა პირლუიჯი კოლინმა უეფას მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა. უეფას ვებგვერდის ცნობით, 58 წლის კოლინამ აღნიშნული გადაწყვეტილება პირადი მიზეზების გამო მიიღო.
“ჩემთვის დიდი პატივი იყო რვა წლის განმავლობაში ამ პოსტზე მუშაობა. დიდი მადლობა უეფას ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის წლების განმავლობაში”, - განაცხადა პიერლუიჯიმ.
საპასუხისმგებლო თანამდებობაზე კოლინას თანამემამულე რობერტო როზეტი შეცვლის. 50 წლის იტალიელი 2002-2010 წლებში ფიფასა და უეფას კატეგორიის მსაჯი იყო და 2008 წელს მსოფლიოს საუკეთესო არბიტრადაც დასახელდა