ფეხბურთი

2:15 | 2.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: აბურჯანია “ლუგოში” ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია კარიერას “ლუგოში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია გალისიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

23 წლის ფეხბურთელი “ლუგოში” 2018/2019 წლების სეზონს იჯარით ჩაატარებს, ხოლო შემდგომ მისი სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ აბურჯანია “სევილიას” მეორე გუნდში 2016 წელს “ხიმნასტიკიდან” გადავიდა, თუმცა გუნდში ფეხის მოკიდება სათანადოდ ვერ შეძლო. მან განვლილ სეზონში სევილიური კლუბის მაისური 21-ჯერ მოირგო და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ცნობისთვის, გასულ სეზონში “ლუგომ” ლა ლიგა2-ში მე-12 ადგილი დაიკავა, ხოლო “სევილიას” მეორე გუნდი ბოლო ადგილზე გავიდა და მესამე დივიზიონში გავარდა.

0.106183