ფეხბურთი

1:45 | 2.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ძალიან ბედნიერი ვარ" - იგუაინი მილანში ჩავიდა

გონსალო იგუაინი მილანშია. არგენტინელი ფეხბურთელი დილით სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდგომაც კონტრაქტს გააფორმებს. იგუაინმა ახლა გუნდში გადასვლის მერე პირველი კომენტარიც გააკეთა.

“სამედიცინო შემოწმებას გავივლი და იმედია კონტრაქტსაც გავაფორმებ. ბედნიერი ვარ ამ ახალი გამოწვევით და მივესალმები “მილანის” ტიფოზებს. ასევე, “იუვენტუსის” გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის დიდ სითბოს გამოხატავდნენ ჩემდამი.

“მილანის” მიზანი? – იმედია, რაც შეიძლება შორს წავალთ. გატუზოს კი უკვე ველაპარაკე”, - განაცხადა იგუაინმა.

შეგახსენებთ, რომ გონალო იგუაინი “მილანში” დამდეგ სეზონს იჯარის წესით გაატარებს, ხოლო 1 წლის თავზე ლომბარდიელებს მისი გამოსყიდვა შეეძლებათ.

“პიპიტა” “იუვენტუსში” 2016 წლიდან თამაშობდა და 105 შეხვედრაში 55 გოლის გატანა მოახერხა. ორჯერ მოიგო სკუდეტო და ამდენჯერვე იტალიის თასი.

0.112191