“მანჩესტერ იუნაიტედმა” თავდამსხმელი ანტონი მარსიალი დააჯარიმა. The Sun-ის ინფორმაციით, ფრანგმა თავდამსხმელმა შვილის დაბადების გამო ამერიკული შეკრება დატოვა, თუმცა უკვე 8 დღის განმავლობაში გუნდში არ გამოჩენილა.
მიუხედავად ჟოზე მოურინიოს მოთხოვნისა, მარსიალი ჯერაც ევროპაში იმყოფება და ამიტომ, 250 ათასი დოლარის ოდენობით დააჯრიმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ბევრი იწერებოდა იმის შესახებ, რომ მარსილია ინგლისურ გუნდს დატოვებდა, თუმცა ჯერჯერობით, მარსიალი “ოლდ ტრაფორდზე” ადგილს ინარჩუნებს.