თამაშგარე

17:07 | 1.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანა გილსა თხილამურიდან გადმოსვეს

სულ რაღაც ორი წელია, რაც წარმოშობით მოლდოველი ლამაზმანი, ანა გილსა მთელს მსოფლიში აღიარებული და მიღებული ფეშენ-მოდელი გახდა და სულ ცოტა ხნის წინ ამ ასულთან ხუთწლიანი მსუყე კონტრაქტი ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ფრანგულმა სამოდელო სახლმა გააფორმა.

უცნაურია, მაგრამ, ფრანგების ანასადმი ერთ-ერთი მოთხოვნა ის გახლდათ, რომ მოლდოველ მოდელს სათხილამურო სპორტისთვის თავი უნდადაენებებინა. ფრანგები საკუთრივ მოდელის სპორტით დაინტერესების წინააღმდეგები არ არიან, თუმცა როგორც ჩანს, მათი დაკონტრაქტებული მოდელის სავარაუდო ტრავმიანობა აშინებთ.

სპორტის ისეთი სახეობები, როგორიცაა: ტანვარჯიში, სპრინტი, ცურვა და სხვა... სამოდელო სახლების მხრიდან წახალისებულიც კია და ლამაზმანებს არათუ უშლიან, ხელს უწყობენ - სპორტით რომ დაკავდნენ, თუმცა, სამთო სათხილამურო სახეობები ტრავმების კუთხით ნამეტნავად აშინებთ და ანა გილსაც ისე კოხტად გადმოსვეს თხილამურიდან - თქვენი მოწონებული...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115515