ფეხბურთი

12:20 | 1.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

რაც ჩვენ გვენატრება: ყაზახური ბარიერი სომხურმა გუნდმა გადალახა (+VIDEO)

ქართული ფეხბურთისთვის უკვე წლებია დაუძლეველ ბარიერად ქცეული ყაზახური დაბრკოლება სომხურმა “პიუნიკმა” აუღელვებლად გადალახა. დიახ, ჩვენმა მეზობლებმა ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “ტობოლი” დაამარცხეს.

“ტობოლი”, რომელმაც წინა ეტაპზე “სამტრედია” ისე დაამარცხა, კითხვის ნიშანიც არ დაუტოვებია და რომლის ღირსებას, საქართველოს ნაკრების წევრები, ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა კანკავა იცავენ. ორივემ შეუცვლელად ითამაშა გუშინდელ მატჩში. მატჩში, რომელიც “პიუნიკმა” კონატეს გვიანი გოლით 1:0 მოიგო, მაგრამ ვინაიდან პირველი შეხვედრა 1:2 ჰქონდა წაგებული, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ესეც საკმარისი გამოდგა.

სხვათა შორის, ერევნის “პიუნიკი” ჩინებულად თამაშობს მიმდინარე ევროსარბიელზე. “ტობოლამდე”, სკოპიეს “ვარდარი”, რომელიც გასულ სეზონში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობდა, ორი მატჩის ჯამში ძალიან ადვილად 3:0 დაამარცხა (1:0, 2:0)...

0.132251