საჩოგბურთო სამყაროში ძალიან უცნაური შედეგი დაფიქსირდა. სან ხოსეს ტურნირის 1/16-ფინალში იოჰანამ კონტამ სერენა უილიამსი 6:1, 6:0 გაანადგურა. ასეთი მარცხი სერენას აქამდე არასოდეს განუცდია. შეხვედრა სულ 53 წუთს გაგრძელდა. სერენას თამაში კრიტიკას ვერ უძლებდა. ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 1:1 გახდა.
მომდევნო ეტაპზე კონტა სოფია კენინს დაუპირისპირდება.