"ინტერი" და "ატლეტიკო" ხორვატ შიმე ვრსალკოს ტრანსფერზე შეთანხმდნენ, აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. ერთი წლით ვრსალკო "მილანში" იჯარის წესით ითამაშებს, რაშიც მილანური კლუბი 6.5 მილიონ ევროს გადაიხდის, ხოლო ერთი წლის შემდეგ გამოსასყიდი თანხა 18 მილიონი ევრო იქნება.
მცველმა "ატლეტიკოს" მაისურით 35 შეხვედრა ჩაატარა.



