ფეხბურთი

17:55 | 31.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი, ჯოვინკო და კაშია: ქართველი MLS-ის ტურის სიმბოლურში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია “სან ხოსეს” ცოტა ხნის შეუერთდა, მაგრამ ადაპტაციის გავლა არ გასჭირვებია. ქართველი მცველი MLS-ის ვებგვერდის ვერსიით, ბოლო ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. თუმცა, სათადარიგო სკამზე.

ამერიკული ლიგის საიტი ყოველი ტურის შემდეგ საუკეთესო 11-ეულთან ერთად სათადარიგო შემადგენლობასაც აქვეყნებს და ამჯერად კაშიას ადგილი სწორედ ამ უკანასკნელში გამოიძებნა.

შეგახსენებთ, რომ გურამი “სან ხოსეს” მიმდინარე თვეში შეუერთდა და სამი მატჩი უკვე ჩაატარა. ამხანაგური “მანჩესტერ იუნაიტედთან” (0:0) და MLS-ის ორი თამაში “სიეტლთან” (0:1) და “რეალ სოლტ ლეიკთან” (0:0).

0.115231