ფეხბურთი

17:29 | 31.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუს პირველი ვარჯიში და კომენტარი "იუვენტუსში"

კრიშტიანუ რონალდუმ ტურინის “იუვენტუსში” პირველად ივარჯიშა. პორტუგაიელმა ვარსკვლავს შვებულება გუშინ დაუსრულდა და ტურინში, საწვრთნელ ბაზაზე გონსალო იგუაინთან, პაულო დიბალასთან, როდრიგო ბენტანკურთან, ხუან კუადრადოსთან და დუგლას კოშტასთან ერთად ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა.

რონალდუმ საწვრთნელი პროცესის შემდეგ პირველი კომენტარიც გააკეთა:

“პირველი ვარჯიში რთულია. სამუშაო შესრულებულია”, - დაწერა პორტუგალიელმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ “იუვენტუსმა” 10 ივლისს, მადრიდის “რეალიდან” 117 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა და 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106024