თამაშგარე

11:45 | 31.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

მშვენიერი შარლოტასა და ბეყერა ფლორიანის ამბავი

რუსეთში გამართული მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი არცთუ ისე დიდი ხნის წინ დასრულდა და ფრანგული ფეხბურთის გულმხურვალედ მოტრფიალე გულშემატკივრების გარდა ვინმეს გახსოვთ საფრანგეთის ნაკრების მობურთალი ფლორიან ტოვენი? აი ბულვარულ მედიას კი ძალიან კარგად ახსოვს!

ფლორიან ტოვენი მსოფლიოს ჩემპიონი კი გახდა და ამის აღსანიშნავად მედლებიც დაკიდეს, მაგრამ მუნდიალს “მარსელის“ ახალგაზრდა ფეხბურთელმა სათადარიგოთა სკამიდან უყურა, რაზეც ცხადია როგორც ნებისმიერ თავმოყვარე სპორტსმენს, ფლორიანსაც ძალიან დასწყდებოდა გული.

ბულვარულ მედიას კი რაც შეეხება, ამ ბიჭისადმი “ყვითელი მოკალმეების“ ინტერესი მისმა ცნობილმა და ულამაზესმა სატრფომ, 2014 წელს “მის საფრანგეთად“ დასახელებულმა შარლოტა პირონმა განაპირობა. ამ გოგონამ მასზე შეყვარებული მრავალი ჯეელი განაგდო და ყველას ბეყერა ტოვენი ამჯობინა, რითაც მუსიე ფლორიანი დიდად ბედნიერია და ამ ბედნიერების დროს, სათადარიგოთა სკამის ხეხვისგან გაცვეთილი სხეულის ტკივილიც ავიწყდება.

0.142916