თამაშგარე

13:47 | 30.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯენიფერ ლოპესის სპორტული გატაცებანი

გავამშვენიერი მსახიობი და მომღერალი ჯენიფერ ლოპესი სპორტით გატაცებული, დაკავებული და გადაკავებული რომაა, - ეს საყოველთაოც ცნობილი ამბავია. ჯენიფერი გარდა იმისა, რომ თავად დღემდე აქტიურად მისდევს სპორტის რამდენიმე სახეობას, არც ქომაგობაში ჩამოუვარდება ვინმეს.

ჯენიფერს ხშირად ნახავდით და დღესაც ნახავთ ამერიკული ფეხბურთის, ჰოკეის, კალათბურთისა და ბეისბოლის მატჩების დროს. იყო შემთხვევები როდესაც ლოპესაანთ ჯენიფერას თავისი ცნიბადობა და გავლენა გამოუყენებია, გასახდელში შესულა და საყვარელი გუნდი ისე გაუმხნევებია.

ცოტა ხნის წინ ამერიკაში ჭორი დადიოდა, რომ თითქოს ჯენიფერ ლოპესს ამერიკული ფეხბურთის ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი კლუბის შეძენა სურდა. ეს ჭორი საბოლოო ჯამში არ დადასტურდა, თუმცა ამას ლოპესის სპორტისადმი მეგობრულ დამოკიდებულებაზე უარყოფითი გავლენა ნამდვილად არ მოუხდენია.

0.152346