ჩოგბურთი

10:30 | 30.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ავსტრიულ ტურნირზე იასპარეზებს

მსოფლიო ნომერ 35-ე ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრიულ „კიცბუელის“ 250-იან ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ბასილაშვილი ტურნირს ძირითადი ბადიდან დაიწყებს და მისი პირველი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 87-ე ნომერი სერბი ლასლო დიერე იქნება.

ურთიერთშეხვედრებში ნიკა მეტოქეს 1:0-ს ამარცხებს. 2015 წელს საფრანგეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბასილაშვილმა დიერე 6:4, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა 31 ივლისს გაიმართება.

2016 წელს ნიკოლოზი „კიცბუელის“ ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც იტალიელ პაულო ლორენცისთან 3:6, 4:6 დამარცხდა.

0.113213