პორტუგალიის ლიგის თასზე გიორგი არაბიძის “ნასიონალმა” “ბოავიშტა” 2:1 დაამარცხა. ბუნებრივია, ამ შეხვედრაში არ უთამაშია ქართველ შემტევს, რომელსაც ამ დღეებში მამა გარდაეცვალა და სამწუხარო ამბის გამო საქართველოში იმყოფება.
საგულისხმოა, რომ “ნასიონალმა” გამარჯვება გიორგის მიუძღვნა:
“გიო, ეს გამარჯვება შენთვის”, - წერია სოციალურ ქსელში პორტუგალიელთა გვერდზე.
თავის მხრივ, არაბიძემ გუნდს და თანაგუნდელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:
“მადლობა ბიჭებს, ჩვენ ერთად ვართ. ეს გამარჯვება ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე მიყვარს ეს გუნდი”, - დაწერა არაბიძემ.
შეგახსენებთ, გიორგი არაბიძე “ნასიონალს” დაახლოებით 1 თვის წინ შეუერთდა და გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.