ძიუდო

20:58 | 29.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატიულ ტატამზე ოქროს წერტილი გურამ თუშიშვილმა დასვა

ზაგრების გრან პრიზე ძიუდოში საქართველოს ჰიმნი მეორედ აჟღერდა. ავთანდილ ჭრიკიშვილის (90 კგ) შემდეგ, პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ავიდა. ამ ორ გამარჯვებას შორის კი თავისი წილი ბრინჯაოს მედლით გულშემატკივრები ლაშა ტაველურმა (100 კგ) გაახარა. ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა პრესტიჟულ ტურნირზე ორი ოქროსა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გურამ თუშიშვილმა ჩილელი ფრანსისკო სოლისი, უზბეკი ბეკმორუდ ოლტიბოევი და აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე უშანგი კოკაური იპონ-იპონ ჩამოიშორა. ნახევარფინალში ევროპის და მსოფლიოს პრიზიორს, უკრაინელ იაკივ ხამოს ვაზარი აკმარა. ფინალში კი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი - ებრაელი ორ სასონი დაანარცხა ბეჭებით ტატამს.

დღესვე, გრან პრის კონკურენციაში გიორგი პაპუნაშვილი (90 კგ) და გიორგი ქავთარაძეც (+100 კგ) ჩაებნენ, მაგრამ ორივე საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა.

0.114868