ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ტატამს ოქროს მედლით დაუბრუნდა. ზაგრებში მიმდინარე გრან პრიზე 27 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ექვსი შეხვედრა ჩაატარა და ექვსივე დამაჯერებლად მოიგო. ფინალის გზაზე შვეიცარიელ სირილ გროსკლაუსს, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების წევრ სერგიუ ტომას, ჩეხ დავიდ კლამერს, ბრიტანელი მაქს სტიუარტსა და ფრანგ აქსელ კლერჟეს აჯობა. საჩემპიონო ბრძოლაში კი კუბელ ეშლი გონზალესს სძლია.
ზაგრების გრან პრიზე დღესვე, მედლებისთვის იჭიდავებენ გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ლაშა ტაველური (100 კგ). თუშიშვილი ფინალშია, სადაც ებრაელ ორ სასონს დაეჭიდება. ტაველური კი რეპეშაჟის ფინალში შეხვდება აზერბაიჯანელ ელხან მამადოვს.