ძიუდო

18:20 | 29.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჭრიკიშვილი და თუშიშვილი გრან პრის ოქროს მიუახლოვდნენ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (90 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ზაგრებში მიმდინარე გრან პრიზე დილის პროგრამა წაუგებლად გაიარეს და ფინალში გავიდნენ. ლაშა ტაველური (100 კგ) კი ძირითად ბადეს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა და საღამოს ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

ჭრიკიშვილი საჩემპიონო ბრძოლაში კუბელ ეშლი გონზალეშს დაუპირისპირდება, რომელმაც პირველ წრეში გიორგი პაპუნაშვილს სძლია. თუშიშვილის მეტოქე ებრაელი ორ სასონი იქნება. ტაველური კი აზერბაიჯანელ ელხან მამადოვს შეხვდება.

დღესვე, საქართველოს დროშის ქვეშ ხორვატიულ ტატამზე გიორგი ქავთარაძეც (+100 კგ) გავიდა, მაგრამ გრან პრის მერვედფინალიდან გამოეთიშა.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

0.128585