17 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ზოზია ქარდავამ თელავის საერთაშორისო (საპრიზო ფონდი 15 000 ამერიკული დოლარი) ტურნირი მოიგო.
ქარდავამ ტურნირი სეტ-წაუგებლად მოიგო. ფინალში ვასილისა აპონასენკო 6:2, 6:2 გაანადგურა.
ზოზიამ პირველ წრეში ისრაელის წარმომადგენელი თამარა ბარადიხაკი 6:0, 6:2 დაამარცხა. მეორე წრეში რუსი ანა იაკოვვლევა - 7:6, 6:2, მეოთხედფინაში მარიამ დალაქიშვილი - 6:1, 6:1, ხოლო ნახევარფინალში რუსი ანასტასია ზოლორარევა - 6:1, 6:3.