ფეხბურთი

15:17 | 29.07.2018 | ნანახია 1783 - ჯერ

"ფიორენტინამ" სიმეონეს სანაცვლოდ "ატლეტიკოს" 40-მილიონიანი წინადადება იუარა

მადრიდის "ატლეტიკომ" "ფიორენტინას" არგენტინელი თავდამსხმელის ჯოვანი სიმეონეს სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა იტალიელებმა სამხრეთამერიკელის გასხვისებაზე უარი განაცხადეს. აღნიშნული ინფორმაცია Sport-მა გაავრცელა. "იებს" მოთამაშის გაყიდვა უფრო მაღალ ფასში სურთ. სიმეონეს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე აკავშირებს.

ჯოვანი "რივერ პლეიტის" აკადემიის აღზრდილია და 2016 წელს "ჯენოას" შეუერთდა, სადაც ერთ სეზონში 37 მატჩში 14 გოლი გაიტანა. გასულ წლის ზაფხულში კი "ფიორენტინამ" ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადა. ახალ გუნდში სიმეონემ 40 მატჩში 14-ჯერ გამოიჩინა თავი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. გასულ სეზონში მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება 10-დან 25 მილიონ ევრომდე გაიზარდა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:33 | 30.07.2018
O. Mertskhali (8101)

მამა-შვილობაზე თამაშობენ ეტყობა, ეს ფულისტი ბოსები... სხვა გუნდს რომ გაეკეთებინა ასეთი შეთავაზება, დათანხმდებოდნენ ალბათ

23:20 | 29.07.2018
დურანტულა35 (6807)

19:14 | 29.07.2018
alfadhirhaiti (7530)

მამამისი არ იყო რო იძახდა ჩემი შვილი ჩემს გუნდში არ ითამაშებსო? :დდდ

ბევრი სახეს იხოკავდა მაგაზე, ქართველები რამდენი რამით ჩამოვრჩებითო ან ეგ რა შუაში იყო, მაგრამ მაინც

02:22 | 30.07.2018
O. Mertskhali (8101)

+

15:35 | 29.07.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

ვაახ, მამას შვილის ფასზე ევაჭრებიან...
90-იანების საქართველო გამახსენდა

15:40 | 29.07.2018
sabonis (9584)

არქონდა ეტყობა თავიდან იმედი ამდენს, რო გაქაჩავდა თორემ, თავიდანვე არ გაიხდითა საქმეს შვილის გამოსასყიდათ.დდდ

15:29 | 29.07.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ლივერპულის მიერ მანჩესტერის მოდვრვრღვნაზე რატო არაფერი იდება

15:58 | 29.07.2018
mjgiri (8951)

ერთხელ მოგვიგეთ,ისიც ამხანაგური

18:29 | 29.07.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

4-1 მოგება თუ მოდჯრჰრღვნაა

0.112521