ფეხბურთი

12:45 | 29.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოსორიო მექსიკის ნაკრებს აღარ გაწვრთნის

ხუან კარლოს ოსორიმ მექსიკის ფეხბურთის ასოციაციასთან კონტრაქტი აღარ გააგრძელა. მექსიკელები კოლუმბიელს ოთხწლიან კონტრაქტს სთავაზობდნენ, თუმცა ოსორიო ნაკრებიდან წასვლა გადაწყვიტა. აღნიშნული ინფორმაცია ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ოსორიომ მექსიკა 2015 წელს ჩაიბარა და მას შემდეგ მისმა გაქვრთნილმა გუნდმა 52 მატჩიდან 33 მოიგო და ცხრა ფრედ დაასრულა. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ხუან კარლოსის გუნდმა სენსაციურად დაიწყო და პირველივე შეხვედრაში გერმანია დაამარცხა, თუმცა საბოლოოდ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. მერვედფინალში კი მექსიკამ ბრაზილიასთან 0:2 წააგო.

0.122928