ფეხბურთი

15:45 | 29.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნირი მომავალ სეზონს "ბარსელონაში" გაატარებს

ესპანელი თავდამსხმელი მუნირ ელ ჰადადი ერნესტო ვალვერდეს გეგმებში შედის და მომავალ სეზონში "ბარსელონას" მაისურით ითამაშებს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთელმა უკვე იცის და წინასასეზონო მზადება მან გუნდთან ერთად უკვე დაიწყო.

გასული ორი სეზონის განმავლობაში მუნირი "ვალენსიასა" და "ალავესში" იყო განათხოვრებული და ამჯერადაც იყო შანსი "ბარსელონას" იგი იჯარის წესით გაეშვა, თუმცა ესპანელმა სპეციალისტმა გეგმები შეცვალა. გასულ სათამაშო წელს ელ ჰადადიმ 37 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 14 გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107436