ფეხბურთი

11:47 | 29.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

პიუელს შმეიხელის და მაგუაირის შენარჩუნების იმედი აქვს

"ლესტერის" მთავარი მწვრთნელი კლოდ პიუელი დარწმუნებულია, რომ ჰარი მაგუაირი და კასპერ შმეიხელი გუნდში დარჩებიან. დანიის და ინგლისის ეროვნული ნაკრებებში აღნიშნულმა მოთამაშეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგი თამაშით თავი გამოიჩინეს და მათი გადაბირებით გრანდები არიან დაინტერესებულები.

"ვფიქრობ, შეგვიძლია ორივე ფეხბურთელი შევინარჩუნოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უკან არ უნდა დავიხიოთ და შევეცადოთ სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე წამყვანი მოთამაშეები არ დავკარგოთ. კასპერი და მაგუაირი ჩვენთვის ღირებულნი არიან და მნიშვნელოვანმია შევინარჩუნოთ სტრუქტურა, გუნდი და წამყვანი ფეხბურთელები." - განაცხადა პიუელმა "უდინეზესთან" წაგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ.

0.11989