ავტოსპორტი

1:26 | 29.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონის მოულოდნელი პოული უნგრეთში

ფორმულა 1-ის მოქმედმა ჩემპიონმა და ახლანდელმა ლიდერმა ლუის ჰამილტონმა, ყველაზე უკეთ აუღო ალღო წვიმით დასველებული ჰუნგარორინგის ტრასას და უნგრეთის დიდი პრიზის პოულ პოზიციას დაეუფლა. ბრიტანელისთვის ეს კარიერაში მოპოვებული 77-ე პოულია და ამ სეზონში მეხუთე. და ამ ყველაფრის მიუხედავად, კვალიფიკაციაში მისი გამარჯვება ნაკლებად მოსალოდნელი იყო.

მოულოდნელობაზე მოგვიანებით თავადვე განაცხადა: „ჩვენი გუნდისთვის სტარტზე პირველი ორი ადგილის დაკავება შესანიშნავი შედეგია, რადგამ მას არ ველოდით. პრაქტიკებზე „ფერარი“ უფრო სწრაფი იყო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით დასაწევად. მერე კი ცამ პირი გახსნა და ყველანი თანაბარ პირობებში აღმოვჩნდით. ძალიან რთული კი იყო. მშრალ ტრასაზე დავიწყეთ, რომელიც თანდათან სველდებოდა“.

მსოფლიოს ორ ოთხგზის ჩემპიონის ჭიდილში, ჰამილტონი სებასტიან ფეტელს 17 ქულას უგებს. მაგრამ ჯერ მხოლოდ 11 რბოლა ჩატარდა და მთავარი ბრძოლები წინ არის. მაგრამ სანამ „ფერარის“ მანქანა „მერსედესთან“ ტოლსწორად პაექრობის საშუალებას აძლევს, ფეტელს თავისი შანსების გამოყენება მართებს. ჰოკენჰაიმზე მან ეს ვერ შეძლო და როგორც ჩანს, უნგრეთშიც გაუჭირდება მეტოქესთან ქულებში ჩამორჩენის შემცირება.

ნამდვილი სენსაცია მოახდინეს „ტორო როსოს“ პილოტებმა, რომლებმაც კვალიფიკაციის მესამე ნაწილში ასპარეზბის უფლება მოიპოვეს. პიერ გასლიმ მე-6 დრო აჩვენა და თვით მაქს ფერსტაპენიც კი უკან ჩამოიტოვა. ბრენდონ ჰარტლის კი მე-8 დრო ჰქონდა. სამაგეროდ, კვალიფიკაციის მეორე ეტაპი დანიელ რიკიარდომ ვერ გაიარა.

უნგრეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:35.658
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:35.918
  3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:36.186
  4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:36.210
  5. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1:36.743
  6. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:37.591
  7. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:38.032
  8. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 1:38.128
  9. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:39.858
  10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:40.593

-----

  1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:35.214
  2. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:36.442
  3. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:36.506
  4. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:37.075
  5. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) დროის გარეშე

-----

  1. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:18.782
  2. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 1:18.817
  3. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:19.142
  4. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:19.200
  5. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 1:19.301
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.160386