ფეხბურთი

20:49 | 28.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" ვრსალკოს დამატებასთან ახლოსაა

ხორვატიის ეროვნული ნაკრების და "ატლეტიკოს" მცველმა შიმე ვრსალკომ შესაძლოა კარიერა მილანის "ინტერში" გააგრძელოს. როგორც Gazzetta dello Sport-ი იუწყება, იტალიური კლუბი ფეხბურთელის ტრანსფერთან ახლოსაა. მილანელები ხორვატს ერთწლიანი იჯარის წესით დაიმატებენ და გამოსყიდვის უფლებას დაიტოვებენ.

ვრსალკო "როხიბლანკოსს" 2016 წელს "სასუოლოდან" შეუერთდა და გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია. გასულ სეზონში შიმემ 29 მატჩი ჩაატარა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მსოფლიოს ჩემპიონატზე ვრსალკომ თითქმის ყველა მატჩი ჩაატარა და ხორვატიის ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117189