ბელგიის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" მეკარემ სიმონ მინოლემ შესაძლოა კარიერა "ბეშიქთაშში" გააგრძელოს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, კლუბებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. თურქებმა გასულ კვირას "ფულჰემში" ფაბრი გაასხვისეს და ბელგიელი მის შემცვლელად სურთ. ასევე ცნობილი ხდება, რომ "ბეშიქთაში" მზადაა 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს.
მინოლე "წითლებს" 2013 წელს "სანდერლენდიდან" შეუერთდა და 202 მატჩი ჩაატარა. 2016 წელს "ლივერპულმა" ლორის კარიუსი "მაინციდან" დაიმატა და სიმონმა ძირითადში ადგილი ნაწილობრივ დაკარგა. მიმდინარე ზაფხულში კი "მერსისაიდელებმა" ალისონი შეიძინეს და ლოგიკურია მინოლეს კლუბის დატოვება სურს.