"მილანი” და “იუვენტუსი” გონსალო იგუაინის თაობაზე შეთანხმდნენ. იტალიური მედიის ინფორმაციით “როსონერი” არგენტინელ მოთამაშეს იჯარის წესით დაიმატებს.
Sky Italia-ს ინფორმაციით “შავ-წითლები” 15 მილიონ ევროს გადაიხდიან, თუმცა GdS-მა დასძინა, რომ კონტრაქტში შევა ვალდებულება, რომლის თანახმადაც მომავალ წელს “როსონერის” არგენტინელის შეძენა მოუწევს.
თავის მხრივ 30 წლის ფეხბურთელს ტურინული გრანდის დატოვება არ სურს და ხელფასის შემცირებაც არ ხიბლავს. არგენტინელი ამჟამად 7.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს სეზონში. უახლოეს დეებში ნიკოლას იგუაინი, რომელიც ფეხბურთელის ძმა და ასევე აგენტი გახლავთ იტალიაში ჩავა და კლუბთან ერთად ხელშეკრულებას განიხილავს.